10:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 13:52:40, 1036 ნახვა

საზოგადოება
ვოლსკი - მარგველაშვილის შეწყალება რომ არა, გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა

„პედოფილიის და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ facebook -ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

დეპუტატი გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მკვლელობაში ბრალდებული, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული, რომელთაც ამნისტია არ ეხებოდა. ამასთან, ვოლსკის განმარტებით, რომ არაა პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, ნებიერიძე საპატიმროს 2025 წლამდე ვერ დატოვებდა.

„რამდენიმე დღეა ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, რომ მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა. რეალურად, ამ შემთხვევამდე, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული და მსჯავრდებული, ამ მუხლებს კი ამნისტია არ ეხებოდა! ასეთ პატიმრებს, ციხეში არსებული სასტიკი პირიბებისა და სისტემური ძალადობის გამო, სასამართლომ სასჯელი 4 წლით შეუმცირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგო ნებიერიძეს პენიტენციური დაწესებულება მაინც არ დაუტოვებია! პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი შეეხო. უფრო კონკრეტულად კი 2005 წლის დეკემბერში, 11 წლის არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე იაგო ნებიერიძეს ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და 3 წელი მიუსაჯეს. მოზარდის გაუჩინარებაში იაგო ნებიერიძის სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა. 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე ისევ გარეთ გამოვიდა და ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი იყო. 2009 წელს იაგო ნებიერიძე ციხეში ყაჩაღობის გამო მოხვდა და ყაჩაღობისთვის და ძარცვის ბრალდებით 17 წელი და 4 თვე მიესაჯა. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 1 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიესაჯა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა. 2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით 25 დღით. 27.12.2016 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მან საპატიმრო 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა. რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იაგო ნებიერიძე და ქართულმა ოცნებამ ის გარეთ გამოუშვა. პედოფილიის და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა. და ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს. იაგო ნებიერიძემ სწორედ ამ გზით დატოვა ციხე! ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ უღირსი საქციელია საზოგადოებისთვის სენსიტიური ასეთი საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება და „ქართული ოცნებისთვის“ მისამართით მსგავსი ცრუ ბრალდებების გაჟღერება!“, - დაწერა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics