10:51 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 12:15:26, 835 ნახვა

საზოგადოება
ქვევრის ღვინოს აშშ-ში ეცნობიან

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine" (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდნენ.

გამოფენა RAW WINE-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო.  აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ტიბაანი", „მეღვინეობა ართანა", „ღვინის ქურდები", „ახმეტის ღვინის სახლი" და „ნიკალას მარანი".

აღნიშნული კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნებიან 11-12 ნოემბერს ქალაქ ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ამავე ფორმატის გამოფენაზე  ,,RAW Wine LA". აღნიშნულ გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics