10:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 11:57:24, 858 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი - დროულად დაარეგისტრირეთ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობები

მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია გრძელდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და იუსტიციის სახლი მოუწოდებენ ყველას, დროულად მიმართონ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიარონ რეგისტრაცია.

მიეკუთვნება თუ არა თქვენი საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ  საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4277583

ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1505. 

აღნიშნული საქმიანობების სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ამოქმედებიდან - მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 5 ნოემბრის ჩათვლით შემოსულია 77 915 განცხადება.

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით მომართვიანობის მაქსიმალური რაოდენობა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა - 19 064, შემდგომ დღეებში შემოსული განცხადებების რაოდენობა 1500-დან 3700-მდე მერყეობდა. 1 ნოემბრიდან კი მომართვიანობა შემცირდა და დღეში მხოლოდ 500-მდე განცხადება ფიქსირდება. 

 „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics