|
2018-11-03 15:28:58, 1347 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
სს ,,საქართველოს რკინიგზა“ სტუდია „მონიტორის“ ფილმს ეხმაურება, სადაც კომპანიის მიერ სომხეთის მიმართულებით კონკრეტული ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვაზეა საუბარი. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, აღნიშნული ფილმი კომპანიის დისკრედიტაციას და მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად. „2018 წლის 20 და 30 ოქტომბერს მედიით გაშუქდა სტუდია ,,მონიტორის“ მიერ მომზადებული ფილმი და კერძო, დაინტერესებული პირების განცხადებები სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სომხეთის მიმართულებით კონკრეტული ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვებისა და შეფერხებების თაობაზე. გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფილმს, რომელიც შეიცავდა უამრავ ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას და რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არამედ სს „საქართველოს რკინიგზის“ დისკრედიტაციასა და იმიჯის შელახვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ:
სს ,,საქართველოს რკინიგზა” თანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს დაინტერესებულ პირებს ტვირთის მოცულობის გათვალისწინებით. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ,,საქართველოს რკინიგზას” და მის შვილობილ კომპანიებს, გაფორმებული აქვთ რამდენიმე საექსპედიტორო ხელშეკრულება მსხვილ თუ წვრილ გადამზიდავ კომპანიებთან, რითაც რკინიგზა სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხების გენერირებას უზრუნველყოფს. შემოსავლებითა და დივიდენდების მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების პრაქტიკა რადიკალურად განსხვავდება 2006-2012 წლებისაგან, როდესაც ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ახორციელებდა მაშინდელი მაღალჩინოსნების კუთვნილი ერთადერთი მონოპოლიური კომპანია და გადაზიდვებით მიღებული შემოსავლები აღნიშნული კომპანიის კერძო ოფშორულ ანგარიშებზე ილექებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სტუდია ,,მონიტორის“ მიერ მომზადებული ფილმი და ამასთანავე 2018 წლის 30 ოქტომბერს „ჰაბ ჯორჯია“-ს ინიცირებული პრესკონფერენცია ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს სს „საქართველოს რკინიგზის“ დისკრედიტაციას და მისი საერთაშორისო იმიჯისა და სტრატეგიული მნიშვნელობის შესუსტებას“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)