|
2018-11-02 23:49:18, 2037 ნახვა
საზოგადოება
„ღარიბი ხალხის ღირსება არ იყიდება“ - ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. სარალიძის წერილი სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც წერილშია აღნიშნული სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. "ექსპრესნიუსი" შვილმოკლული მამის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ: "ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა-ზაზა სარალიძე, რომელის ცხოვრებაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დასრულდა. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ გავდა თქვენსას, ჯანმრთელობის გამო მომიწია სამსახურისთვის თავი დამენებებინა, უარი ვთქვი იმ მუნდირის ტარებაზე, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ. ვცხოვრობდით მშვიდი, ჩვენი ცხოვრებით, დათოსთვის მე ვიყავი მამაც და მეგობარიც ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის სწავლას, ქცევას. ჩემი შვილი ჩემთვის საამაყო იყო. არასოდეს არც ერთ პედაგოგს ჩემთვის არ უთქვამს დათოზე მნიშვნელოვანი საყვედური, მამა ვარ და ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, ისეთ ასაკში იყო მეშინოდა, რის გამოც მის სოციალურ ქსელში მიმოწერასაც ვადევნებდი თვალს, რომ რაიმე არ გამომპარვოდა. თქვენ კი გამოდიხართ და ბრძანებთ, რომ „ყველამ ხომ ვიცით რომ ზაზა ნაციონალების კოორდინატორიაო“, ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ნუთუ თქვენ იმხელა პასუხისმგებლობასა და თანაგრძნობასაც არ გრძნობთ 16 წლის მოკლული ბავშვის მიმართ, რომ ცილისწამებას არ მიმართოთ. დიახ ცილისწამებას, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის კოორდინატორი არ ვყოფილვარ. ადგილს უნახავსო ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს აქციების გამართვის, ადგილის დაკავებაში დასჭირდათ ჩემი დახმარება. სასაცილოა სხვა თუ არაფერი. თქვენ უზნეობა გგონიათ გირგვლიანის საქმისა და ხორავას ქუჩის საქმის შედარება. გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს სადისტურად, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა უმოწყალოდ დაჩეხეს 12 ჭრილობით. ღვიძლი დაზიანებული, არტერია გადაჭრილი, ფილტვი დაზიანებული და დაჩეხილი. სასიცოცხლო ნიშნები აღარ არსებობდა. შემდეგ კი ორივე საქმის მიმართ სახელმწიფოს მანქანა ამუშავდა, დაფარვისა და გაყალბების ბინძური მეთოდებით. ამ ყველაფერს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობამაც ახადა ფარდა. ნახა საზოგადოებამ რა სამარცხვინო სამართალდამცავი გამომძიებლები და პროკურორები გვყავს. საკუთარი ფუნქციები ვერ გაურკვევიათ. კიდევ კარგი სახელები და გვარები ახსოვდათ. მაგარმ თქვენმა ხელისუფლებამ აქაც ივაჟკაცა და სრულიად არარაობა დადგენილება მიაღებინა პარლამენტს. თუ ჩემი შვილის მკვლელობა ვერ უთანაბრდება გირგვლიანის საქმეს, რას იტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე? რომელიც სახელმწიფომ საწოლში ჩაცხრილა და გაურბიხართ თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც პასუხი გასცეთ შვილმოკლულ მამას. ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა სახელმწიფოს ბინძური მანქანა, რის გამოც დღეს მე დაზარალებული შვილმოკლული მამა ბრალდებული ვარ. ბრალდებული პოლიციაზე თავდასხმაში, ირონიაა, არავინ კითხულობს რამ მიმიყვანა იმ კადრებამდე რაც მთელმა საქართველომ ნახა. იმის მაგივრად, რომ მკვლელები პასუხისგებაში მისცენ, პირიქით აქეთ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი განადგურება. მკვლელებს აღმოაჩნდა მაღალი თანამდებობის პირები დამცველებად და მათ პასუხისგებაში მიცემას ურჩევნიათ ჩემზე მოიტანონ იერიში. ათასგვარ სიბინძურეს თხზავენ ჩემზე, უნდათ რომ ფსიქოლოგიურად გამანადგურონ. ცდილობენ ხალხს შეაზიზღონ ჩემი თავი და ამით მკვლელებზე იერიშს ანეიტრალებენ. ის კი არ გახსოვთ, რომ ერთხელ უკვე მოვკვდი და მხოლოდ იმიტომ ვარ ამ ქვეყნად, რომ მკვლელები დავსაჯო, პირობა დავდე და რაც არ უნდა დამიჯდეს შევასრულებ. ჩვენ ხომ საქართველოს უბრალო შვილები ვართ და თქვენ მთავრობის ელიტარული წარმომადგენლები.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)