00:22 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 20:44:48, 1095 ნახვა

საზოგადოება
გაერო-ს ბავშვთა ფონდი, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის შესახებ მთავრობის ინიციატივას მიესალმება

გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 10-დან 50 ლარამდე.

ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ღონისძიება ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.

„გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით.   

გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას.

ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა.   ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მოახდენს კვების ვაუჩერების ეფექტიან ადმინისტრირებას, რომ ამ სიკეთით მაქსიმალურად ისარგებლონ ოჯახებმა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებმა ოჯახებმა.

გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, რათა ბავშვებმა საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განათლებით, გაიზარდოს მათი სოციალური ინკლუზია და მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული განვითარება“, - აცხადებენ გაეროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics