|
2018-11-02 17:58:21, 781 ნახვა
საზოგადოება
თემქის ხევის ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკი გაშენდება
ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, მასშტაბური რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰა მეტ ფართობზე მოეწყობა. „თემქის მოსახლეობას და ზოგადად, თბილისს რამდენიმე წელიწადში ახალი საქალაქო პარკი ექნება, რომელიც გენერალური გეგმით არის განსაზღვრული. უკვე დავიწყეთ ჰიდროლოგიურ-კვლევითი სამუშაო, რომელიც მდინარის გახსნის პოტენციალს სწავლობს და ასევე, გაწმენდითი სამუშაოები. შვიდ ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გაწმენდა მოხდება იმ მცენარეებისგან, რომელიც საპროექტო და კვლევით სამუშაოებს ხელს უშლის. ვფიქრობთ, ფართომასშტაბიან სამუშაოებს 12-13 თვეში დავიწყებთ, როდესაც ახალი საქალაქო პარკის სრული დიზაინი გვექნება. ვფიქრობთ, პარკს აქვს პოტენციალი, რომ ხევძმარის ხევი გაიხსნას და უნიკალური რეკრეაციული სივრცე შეიქმნას, სადაც დასვენება ყველას ერთად შეგვეძლება. ეს იქნება ახალი განძი თბილისისთვის, ისეთივე, როგორიცაა ვაკის, ვერის, მთაწმინდის პარკი და ასე შემდეგ“, - განაცხადა მაია ბითაძემ. ამჟამად, რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ასევე, ტერიტორიის გეოდეზიურ კვლევას მოიცავს. კვლევის საფუძველზე ცნობილი გახდება, შესაძლებელია თუ არა საქალაქო პარკის ტერიტორიაზე მდინარის მონაკვეთის გახსნა. დასუფთავების სამუშაოები ბუჩქნარის გაკაფვასა და მიმდებარე ტერიტორიიდან გატანას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, თემქის ხევი ორი მეტრი სიმაღლის ლელქაშითაა დაფარული და ტოპოგეოდეზიური დაგეგმვის ჩატარება შეუძლებელია. ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)