|
2018-11-01 18:10:59, 1153 ნახვა
საზოგადოება
2-4 ნოემბერს პოპ-კულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალი - CAUCASUS CON გაიმართება
2-4 ნოემბერს პოპ-კულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალი - CAUCASUS CON - გაიმართება. 2 ნოემბერს თიბისის მხარდაჭერით თბილისი მოლში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და ტექნოლოგიების 3 დღიანი ფესტივალი დაიწყება. ფესტივალის მიზანია საქართველოში ანიმაციისა და კომპიუტერული თამაშების განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებები 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი საკონკურსო პროგრამები - ანიმაციური სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და მოწვეული ჟიურის მიერ საუკეთესოს გამოვლენა და დაჯილდოება. პანორამა - უახლესი ანიმაციური ფილმების კონკურსგარეშე ჩვენებები. რეტროსპექტივა - ბოლო წლებში და შექმნილი ანიმაციური ფილმების ნარჩევი კრებულის ჩვენება. ანიმაციური ჯემი - 48 საათიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში შეიქმნება მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები კომპიუტერული თამაშების ფესტივალი კომპიუტერული თამაშების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსი თამაშების პროტოტიპის ან დასრულებული ვერსიების შექმნაში. ასევე ჩატარდება კოსტუმირებული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული კონკურსანტები თამაშების ცნობილი პერსოპნაჟების კოსტიუმებით, რომლებიც მონაწილეებმა თავად შექმნეს. გამოფენა გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საბავშვო და გასართობი ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდები და ინდუსტრიაში მოღვაწე ლოკალური და საერთაშორისო კომპანიები, სტარტაპერები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები მასტერკლასები ჩატარდება შემდეგი თემების შესახებ: 1. ანიმაციური ფილმების წარმოება 2. კომპიუტერული თამაშების წარმოება 3. კომიქსების ინდუსტრია 4. საბავშვო წიგნების წარმოება და ილუსტრაცია 5. ანიმე ფილმების წარმოება 6. ციფრული ხელოვნება და მხატვრობა ფესტივალი "თბილისი მოლის" სხვადასხვა სივრცეში 4 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)