08:32 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 10:47:43, 869 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეა საერთაშორისო პრინტ ფესტივალის დასკვნით ნაწილს მასპინძლობს

საერთაშორისო პრინტ ფესტივალი თუშეთისა და ბათუმის შემდეგ თბილისში - თიბისი გალერეაში გრძელდება. გამოფენა ზაფხულში, სერიგრაფიის ერთთვიანი ვორქშოფების ფარგლებში ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს იხილავს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტებთან ერთად, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და შვეიცარიიდან აერთიანებს.

საერთაშორისო პრინტ ფესტივალი - „LIFE - N - STYLE" საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარებისთვის  ხელშეწყობაა.

ხელით ბეჭდვის მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის.

„DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - წლევანდელი ფესტივალის თემაა.

გამოფენა თიბისი გალერეაში 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics