08:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 17:25:00, 1130 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გიორგი ვაშაძის ბრალდებას უარყოფს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს.

როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

„ამათგან მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია. შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, მათ მიეცათ რეკომენდაცია მკურნალობაზე, რის შემდეგაც კლინიკიდან გაეწერნენ.

მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავ ახალქალაქის  სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. კლინიკაში შეყვანისას, გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინა ბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა.

კლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან  გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა, ვინაიდან დაშავებულების მართვისთვის ყველა რესურსი გააჩნდა, შესაბამისად, კატასტროფის ეკიპაჟი არ გამოიძახა. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო რეანომობილმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა პაციენტების მომსახურებაზე. ახლობლების მოთხოვნით, ახალქალაქის კლინიკიდან ორი პაციენტის თბილისში ჰოსპიტალიზაცია ერთ-ერთი კერძო კატასტროფის ეკიპაჟმა განახორციელა.

ამ დროისთვის, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკა „ტრავმატოლოგში“ რჩებიან“, - ნათქვამაი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics