07:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 07:40:26, 2077 ნახვა

საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ

არჩევნების დღეს, კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში იმართება.

კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს უნდა წარუდგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიაროთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა.

თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ, უნდა მიხვიდეთ სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი; გაიარეთ მარკირება; მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა; მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი; კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში); თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა;
თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი; კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ მასში;
სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში; კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, საარჩევნო უბანი უნდა დატოვოთ. 

ცნობისთვის, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის  55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები,  მათ შორის  14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. 

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.  საარჩევნო პროცესს გააშუქებს  125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics