|
2018-10-26 19:31:12, 2292 ნახვა
საზოგადოება
„იმოქმედე დღეს!“ - პარლამენტთან ზაზა სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ [ვიდეო]
„იმოქმედე დღეს!“ - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ადგილზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგით მოქალაქეები არიან შეკრებილი. პარლამენტთან მივიდა ზაზა სარალიძის დედა მარინა ბეგაძეც, რომელიც აცხადებს, რომ აქციებს თავად გააგრძელებს მანამ, სანამ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე სრულყოფილად არ იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე არ დაისჯება. ამასთან, აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლურად კარავი მიიტანეს, რითაც ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. სარალიძის დაკავება დღეს სწორედ კარვის გაშლის მორიგ მცდელობას მოჰყვა. მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, სარალიძემ ერთ-ერთ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაკავების შემდეგ, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. “მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. პაციენტი დარჩება სტაციონარში”, - აღნიშნა ექიმმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)