06:45 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 16:52:15, 2237 ნახვა

საზოგადოება
ბაქრაძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლონ ზაზა სარალიძე

„მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტოს ზაზა სარალიძეზე შეტევა, მისი დისკრედიტირება“,  - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღეს გამრთულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის განცხადებით, სარალიძემ ზუსტად იცის, მათ შორის საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგად, ვინ მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში და უკვე ერთი წელია, შვილის მკვლელების დასჯას უშედეგოდ ითხოვს.

ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაზე შეტევა შეწყვიტონ.

„უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ზაზა სარალიძე ითხოვს მისი შვილის მკვლელების დასჯას და ამ ადამიანმა იცის ზუსტად, მათ შორის  საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგად, ვინ მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში. უკვე თითქმის ერთი წელია ზაზა სარალიძე ითხოვს იმ თანამდებობის პირების დასჯას, ვინც მკვლელებს დააფარა ხელი და მან ასევე ზუსტად იცის კომისიის მუშაობის შედეგად ვინ არიან ის თანამდებობის პირები ვინც მკვლელს ხელი დააფარა და დღესაც აფარებს. უკვე 5 თვეზე მეტია ეს ადამიანი არის ქუჩაში, ამიტომ ხელისუფლებას სულ ტყუილად აქვს იმედი რომ ზაზა სარალიძის პროვოცირებით მისი დისკრედიტირებით, მის წინააღმდეგ შეტევებით ეს ჭრილობა მოშუშდება. თითოეული დღე, რომელსაც ზაზა სარალიძე ატარებს ქუჩაში არის შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის იმ უზნეო სისტემის, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა საზოგადოებაში, ამიტომ ეს ჭრილობა არ შეხორცდება, მანამ სანამ სამართლიანობა არ აღდგება და არ დაისჯებიან ის ადამაინები ვინც მონაწილეობა დათო სარალიძის მკვლელობაში და ვინც ხელს აფარებდა მკვლელებს ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას  შეწყვიტოს ზაზა სარალიძეზე შეტევა ,შეწყვიტოს მისი დისკრედიტირება და დაუყონებლივ გაათავისუფლონ ეს ადამიანი და დასაჯონ ყველა ის პირი ვინც მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობასა და ამ მკვლელობის დაფარვაში“.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics