06:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 16:43:19, 1271 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიების სრულყოფის“ შესახებ ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ, სოსო გიორგაძემ არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს პროექტის - „საარჩევნო სიების სრულყოფა“ - ფარგლებში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე  განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა.

როგორც სოსო გიორგაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,  პროექტის მიმდინარეობის დროს შემუშავდა მეთოდები, რომელთა გამოყენებით ბაზაში მაქსიმალურად შემცირდა საქართველოს მოქალაქეების არაზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები.  პროექტის ფარგლებში, ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა.

„გამოვლინდა გარდაცვალების ისეთი ფაქტები, რომლებიც არ იყო  რეგისტრირებული სააგენტოს მიერ; 2013-2018 წლებში საარჩევნო სიიდან ამოღებულ იქნა 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემი, გაიზარდა იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის  ხელმისაწვდომობა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს.  მიმდინარე წლის 1 მარტიდან გამოცხადდა პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები თავისუფლდებიან, როგორც დოკუმენტის, ასევე, ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან. აქციის ფარგლებში, დღემდე, 100 000-მდე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და შესაბამისად, ისინი უკვე შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.  რაც შეეხება, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს, საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პირების არსებობასთან დაკავშირებით, იქ საუბარი იყო ქალაქ რუსთავში ორ ფაქტთან დაკავშირებით, რომლებიც გაირკვა, რომ ორივე იყო საზღვარგარეთ გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა, როდესაც ჩვენი თანამშრომლები ჩავიდნენ ადგილზე  მეზობლებმა ოფიციალურად უარი თქვეს დაედასტურებინათ ჩვენთვის ერთ შემთხვევაში, რომ პირი იყო გარდაცვლილი და ვერ მოხდა ამ ინფორმაციის დადასტურება, მეორე შემთხვევაში შედგა შესაბამისი ოქმი. მინდა დამატებით ავღნიშნო, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხდება ვერცერთი ისეთი გარდაცვლილი პირი, რომლის შესახებ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა, არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თუ გარდაიცვლებიან საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენ ვერ შევიტყოთ და შესაბამისად ისინი ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებოდნენ, როგორც ცოცხალი“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ. 

იუსტიციის სამინისტრო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დასახვეწად და დასაზუსტებლად 2013 წლიდან  მუშაობს. 2018 წელს განხორციელებული პროექტი -„საარჩევნო სიების სრულყოფა“, რიგით მეხუთეა. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული  მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი,  იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე პირი  – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 910 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ მე-3 ანგარიშში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ქართული დოკუმენტების სანდოობა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტები. დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა კი  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მგზავრობის უფლება მოუპოვა.

გარდა ამისა, 2018 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ შუალედური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ „საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუამავლებს არ გამოუთქვამთ მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით.“

აღნიშნულ ანგარიშში, ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ „ამომრჩეველთა სიების სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრაციის მისამართიდან არიან მოხსნილი   ან არ ფლობენ ვალიდურ პირადობის მოწმობას, პასპორტს ან ფოტოს, სსგს–ს მიერ ეცნობებათ და  შესაძლებლობა მიეცემათ, უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობა ან გადაიღონ ფოტო“.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ყურადღების მიღმა არც ის სამუშაოები დაუტოვებია, რომლებიც სააგენტომ ამომრჩეველთა სიის დახვეწისათვის  გასულ წლებში გასწია. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე   ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარი შედეგების ანგარიშში მითითებული იყო,  რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევით შეეცადა ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებას.

შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ, სოსო გიორგაძემ  დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი -  (+99532) 2-40-10-10 ამოქმედდება, რომელიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics