06:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 15:46:57, 2156 ნახვა

საზოგადოება
გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი: ნებიერიძე წარსულშიც ბავშვის გატაცებაზე იყო დაკავებული

გორში ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებულის მეზობლები აცხადებენ, რომ იაგო ნებიერიძე 9 წლის წინ ბავშვის გატაცებისთვის დააკავეს. 

როგორც მეზობლები იხსენებენ, ნებიერიძე სახლში გატაცებულ გოგოს მალავდა. მან საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა. 

„რაღაც მსგავსი სიტუაცია ვიცით. ბავშვის გატაცებაზე, ეგეთი რაღაც გავიგე. მისჯილი ალბათ, დაამთავრა და გამოვიდა. ის ვიცი, რომ ვიღაც გოგო დაიჭირა და ეს ნებიერიძე მალავდა", - ამბობს დაკავებულის მეზობელი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

თავად დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ყაჩაღობის მუხლით დააკავეს. 

ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics