|
2018-10-26 13:37:22, 608 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-ს ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა ეუთო-ს (OSCE PA) საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი დამკვირვებელთა მისიის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად ცესკო მზად არის. მან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის და მედია ორგანიზაციების აკრედიტაციის თაობაზე. თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. „ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მათ ვაცნობთ იმ მომზადების ხარისხს და არსებულ სიტუაციას, რომელიც ადმინისტრირების კუთხით გვაქვს. მათ ვაწვდით ყველა ამ ინფორმაციას, რომ ეფექტურად შეძლონ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. ცესკო ორგანიზების თვალსაზრისით არის აბსოლუტურად მზად - დაბეჭდილია ბიულეტენები, იბეჭდება ამომრჩეველთა სიები, დღეს ასევე დასრულდება ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. შესაბამისად ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად, რომ არჩევნების დღეს მოვემსახუროთ ამომრჩეველს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)