|
2018-10-24 13:27:34, 1142 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ხელისუფლების მხრიდან NGO-ების დისკრედიტაციაზე განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო თანამდებობის პირებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, "ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას". "საქართველოს სახალხო დამცველს სურს შეახსენოს ხელისუფლებას ის საერთაშორისო ვალდებულებები, რასაც გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს უწესებენ ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად. გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე აღიარებს ორგანიზაციებისა და ინდივიდების უფლებას, სახელმწიფო უწყებების წინაშე მწვავედ და კრიტიკულად დააყენონ საკითხები, რაც ხელს უშლის ადამიანის უფლებების რეალიზაციას და გააპროტესტონ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს პოლიტიკა. სახელმწიფოს კი უწესებს ვალდებულებას, დაიცვან ინდივიდები ნებისმიერი ზეწოლის, მტრული განწყობებისა და დისკრიმინაციისგან მათი დეკლარაციით აღიარებული საქმიანობის გამო.უფლებადამცველების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებით, ეუთო ხაზგასმით მიუთითებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებზე პიროვნული თავდასხმების, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი კამპანიების და მათი საქმიანობის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული. ეუთო მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, არა თუ თავად მოახდინონ რაიმე სახის ზეწოლა ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ გადადგან პროაქტიული ნაბიჯები უფლებადამცველების სტიგმატიზების წინააღმდეგ; აღიარონ ასეთი ორგანიზაციების და პირების მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, გააძლიერონ მათი ლეგიტიმაცია. ზემოაღნიშნული ვალდებულებების მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს; მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს.საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენელს, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში მუხლჩაუხრელად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და მოუწოდებს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით", - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველი 23-25 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემატიკაც პირდაპირ ეხმაურება არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს. „სახალხო დამცველი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გამოწვევებზე გაამახვილებს და კოლეგებთან ერთად განიხილავს ომბუდსმენის ინსტიტუტების როლს, მათი მხარდაჭერის და გაძლიერების თვალსაზრისით", - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)