06:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 13:18:03, 899 ნახვა

საზოგადოება
ილია ელოშვილი საქართველო-ჩინეთის ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საქართველო-ჩინეთის (იანანი) ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

თბილისის მერის მოადგილემ სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეებმა ექსპორტ-იმპორტის გაზრდისა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების  შესაძლებლობებიც შეაფასეს. 

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს მრავალი  მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ახალ ეტაპზე გადადის. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთის შესაძლებლობები უკეთ გაიცნონ. მიუხედავად ჩვენი ქალაქის 15-საუკუნოვანი ისტორიისა, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე დაიწყოს მან, როგორც მწვანე ქალაქმა, სადაც მეტი ინვესტიცია განხორციელდება, გაჩნდება ახალი ეკონომიკურად თუ კულტურულად აქტიური კერები, იმოძრავებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, განვითარდება მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი, მოწესრიგდება ქალაქის იერსახე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ღონისძიების დაწყებამდე ილია ელოშვილი ჩინეთის ქალაქ იანანის გუბერნატორს, სუ სინრონგს შეხვდა და თბილისში მიმდინარე მუნიციპალურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა თბილისსა და იანანს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს. 

სემინარს ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, ქართული ბიზნესწრეების,  ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკის  სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics