|
2018-10-22 15:39:51, 1994 ნახვა
საზოგადოება
ვინ და რა ფორმით გამოიყენა სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში - MDF კვლევას აქვეყნებს
ყველაზე მეტი (59) დისკრიმინაციული განცხადება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს, - ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, პარტიის წარმომადგენლებს მცირედით (49) პრეზიდენტობის კანდიდატები ჩამორჩებიან, ხოლო კანდიდატებისა და პარტიების მიმართ 11 ასეთი განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება თავად პრეზიდენტობის კანდიდატებს: ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს კახა კუკავას (19) ეკუთვნის, საიდანაც უმეტესობა მიგრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე ადგილზე ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილია, რომლის 9 კომენტარიდან უმეტესობა (6) ქსენოფობიური იყო, 2 ჰომოფობიური და 1 თურქოფობიური. დამოუკიდებელი კანდიდატის ბესარიონ თედიაშვილის განცხადებები (7) მიგრანტების (5) წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე თურქოფობიური (2) შინაარსის იყო. "სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების - გიორგი ანდრიაძე (5), კახაბერ ჭიჭინაძე (4) და ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატის გელა ხუციშვილის (2) მიერ გაკეთებული განცხადებები შედარებით ნაკლები იყო და ძირითადად ქსენოფობიური ხასიათის. მმართველი პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან 2 შემთხვევაში ქსენოფობიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების შემთხვევა გამოიკვეთა, 1 შემთხვევაში კი, მას ადრე გაკეთებული ქსენოფობიური კომენტარი გაუხსენეს", - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენის მხრივ პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსი” ლიდერობს (30), რომელსაც მოსდევს “ქართული დასი” (13). მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, ხოლო ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან 4. გარდა ამისა, ყველაზე მეტად სიძულვილის ენა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის (5) მისამართით გამოიყენეს. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებიდან 2 მის რელიგიურ იდენტობას შეეხებოდა, 2 მის მიმართ ძალადობის წახალისებას ახდენდა, 1 შემთხვევაში კი გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკვეთებოდა. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა (3), მესამეზე "ევროპული საქართველო", მეოთხეზე ზურაბ ჯაფარიძე. წინასაარჩევნო პერიოდში (1 აგვისტო - 15 ოქტომბერი) სამონიტორინგო მედიით ჯამში 117 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, აქედან ყველაზე დიდი წილი (47,9%, 56 კომენტარი) ქსენოფობიურ, მიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებზე მოდის, რომელსაც მოსდევს თურქოფობია (16,2%, 19), ჰომოფობია (14,5%, 17), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (10,3%, 12), ძალადობის წახალისება (6,8%, 8), შუღლის გაღვივება (1,7%, 2), გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია (1,7%, 2) და რასიზმი (0,9%, 1) მედიამონიტორინგის დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები და პარტიები გამოხატავდნენ, ასევე კანდიდატებისა და პარტიების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა. ანგარიშში მხოლოდ ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე ძალადობის წახალისების შემთხვევებია შესული და არა პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარები. მონიტორინგი 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)