|
2018-10-22 13:08:22, 1446 ნახვა
საზოგადოება
„სარდაფის ეპიზოდი“, ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი - „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
"ომეგა ჯგუფის" საქმეზე ტელეკომპანია "რუსთავი 2" ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. გავრცელებულ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის სავარაუდო საუბარია ასახული. ამასთან, საუბარში ლევან ყიფიანი მასსა და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. ჩანაწერებში ყიფიანი ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა „ომეგა ჯგუფის“ საქმის მოგვარებას, რის გამოც მას კონფლიქტი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მოუვიდა, რომელიც ყიფიანის თქმით, ამ ბიზნეს დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა. სპორტის ყოფილი მინისტრი იხსენებს ე.წ. სარდაფის ეპიზოდსაც. მისი თქმით, ის ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც ოთარ ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს, სადაც გააშიშვლეს და სცემეს. ყიფიანი ამბობს, რომ ის ივანიშვილმა დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა მან ფარცხალაძეს. სრული ჩანაწერი: ზაზა ოქუაშვილი - მაშინ ჩვენთვის არ უთქვამს არავის, იმიტომ რომ ჩვენამდე ვერ მოდიოდნენ, იმიტო, რომ ლევანის ვთხოვეთ და ლევანი იდგა ჩვენ წინ. ამიტომ მოხდა ძალისმიერი რაღაცეები. ეხლა პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენ ლევან ყიფიანი - არა, ამის გარჩევას, მანდ რომ თქმულიყო, რო რა შუაშია და როგორ არის, სხვანაირად წავიდოდა საქმე ზაზა ოქუაშვილი - რა შუაშია არ უთქვიათ, არ უთქვამთ, ითქვა, რომ ლევან ყიფიანი - თქვენ უნდა გეთქვათ, რა შუაშია ის ხალხი ზაზა ოქუაშვილი - ეხლა? ლევან ყიფიანი - მაშინ ლევან ყიფიანი - მე გამოდის სხვისი ბიზნესი ვიცავდი რადა თქვენ რომ კითხვა დაგისვეს, თქვენ არაფერი არ უთხარით. თავისთავად ამან გამოიწვია ავარია, ზაზა ოქუაშვილი - კონფლიქტი ლევან ყიფიანი - თქვენ რომ გეთქვათ, რა ვიცი მე იქ არავინ ... კი გახარიასთან, იმასთან მქონდა კავშირი, სხვა ხალხი მე იქ არ მინახია ხო? მე არ მინახია პირადად ზაზა ოქუაშვილი - მეც ვეცადე, რომ მაგათ მხრივ მიღებული ადამიანი ყოფილიყო წინ, რომ პირადად კონფლიქტში არ შევსულიყავი. სამაგიეროდ, შევიდა კონფლიქტში ადამიანი, რომელიც ... იქით კონფლიქტი არ უნდოდა და არაფერი. ეს ჩემი კონფლიქტი იყო, მე დამანახეს ლევან ყიფიანი - ჰო, ეგ იყო, რა ზაზა ოქუაშვილი - რომ იმ დონეზე, რომ მერე ბიძინა იყო იძულებული, რომ თავისი პირით ეთქვა, რომ განემარტა, დავეყენებინე გზაზე ლევან ყიფიანი - ჰო, მარა იქ გქონდა საუბარი ერთი-ერთზე, იქ ალბათ უნდა „ჩოტკად“განსაზღვრულიყო ... მერე იქ რაღაც სხვანაირად წავიდოდა. ჩემი მხრივ აქტიურობა... ეხლა მე რომ შენ იმაზე ვილაპარაკო, შენ რანაირი სახლი გაქვს, არ მეტყვი ვიღაცა რაღა შენ ლაპარაკობ იმის სახლზე თვითონ ვერ ილაპარაკებს? ზაზა ოქუაშვილი - გახარიაც იქვე იყო ლევან ყიფიანი - ჰო ზაზა ოქუაშვილი - ახლა გახარია სულ რა ვიცი (გაიქცა) ლევან ყიფიანი - არა, გახარიამ იმთავითვე დააფიქსირა, რომ მე ჩემი მისიაო ამ ეტაპზეო ზაზა ოქუაშვილი - მოვამთავრეო? ლევან ყიფიანი - მოვამთავრეო. სულ იყო ... გაუთავებლად ... ბოლო შეხვედრა ეგ იყო ... ახალი ჩამოსული იყავი . მაშინ რომ იყო საუბარი, მაგი თქვა რა, იმ კონფლიქტებშიო უკვე ვეღარ წამოგყვებითო ... ერთიო რაც იყო ეგ არიო. იყოო... ხო არა. მაშინ ალბათ „ბრონიჟილეტი“უნდა ჩაგეცვა და კასკა დაგეხურა, სხვანაირად რომ გეთქვა ზაზა ოქუაშვილი - ხო, მაშინ, სხვა... რო დავით თოლორდავა - რა საომარი გახდებოდა? ლევან ყიფიანი - ალბათ, აბა აბა როგორ, იქ მოკლე ხანში მოხდა რა, ის ჩაერია, ჩემი მაგის მეგობარი და მეც ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და უცბად მოხდა რა ლოკალიზება ამ კონფლიქტის. ზაზა ოქუაშვილი - დათო, ხო? ლევან ყიფიანი -ძირითადად და ზარალა ჩაერია რა ზაზა ოქუაშვილი- ზარალა თუ მაღრაძე? დავით თოლორდავა - მაღრაძე იყო, იქ გასვენებაში ზაზა ოქუაშვილი - სად? დავით თოლორდავა - გორში ზაზა ოქუაშვილი- ა, პაატასთან? დავით თოლორდავა - რეზოს გასვენებაზე, ჩამოვიდა ზაზა ოქუაშვილი - მაღრაძე პაატას იცნობს დავით თოლორდავა - ალბათ ბ-ნი ზაზა - მაღრაძე მაგარი ავტორიტეტია ხო..? დავით თოლორდავა - კი, კაი ბიჭია ზაზა ოქუაშვილი - მარა, ზარალა ბიძინასთან არ ჩაერია, მაღრაძე ჩაერია ლევან ყიფიანი - ბიძინა იმასთან ზაზა ოქუაშვილი- ოთარისთან ხო ლევან ყიფიანი - მე ვერ დავიჯერე, მე ჩემი ბრალიც არის ლევან ყიფიანი - მე ვერ დავიჯერე, რო იმის მხრიდან ზაზა ოქუაშვილი - მეც ვერ დავიჯერე, მე თვალებს არ ვუჯერებდი ლევან ყიფიანი - მე ვერ მივხვდი რა ბ-ნი ზაზა - თვალებს არ ვუჯერებდი, მე მგონი გახარია იქ იჯდა და გახარიას არ სჯეროდა, არც ყურების თავისი და არც თვალების... კარგად ისმენდა ლევან ყიფიანი - გახარიამ მეო, მე ნუ ჩამრევო ზაზა ოქუაშვილი - გახარია ხომ იყო იქ ბიძინასთან? ლევან ყიფიანი - ხო, მარა მერე რომ ვსაუბრობდით, მე ნუ ჩამრევო, აიცილა, რა ზაზა ოქუაშვილი - აიცილა კაია, აიცილა..."
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)