19:55 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 18:08:26, 909 ნახვა

სამართალი
გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის სხდომებზე, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა შეიზღუდა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად, გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის სხდომებზე, მოსამართლის განჩინებით ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიზღუდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის  თანახმად, მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან თუ სასამართლოს აზრით ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს. 

ამავე სხდომაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა - გ. ოქროპირიძის ბრალდების საქმე განხილულიყო მოსამართლის მიერ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე სასამართლოს ინიციატივით - ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების, პირადი, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით - მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები დახურა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს, პროცესის მონაწილე მხარეებთან  ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნინო დიდებულიძე დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics