04:27 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-21 18:25:42, 4505 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა.

„მიმდინარეობდა ავტოფარეხის სადემონტაჟო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ამ მომენტისთვის რუსთავის ორ საავადმყოფოში გადაყვანილია 12 პიროვნება სხვადასხვა სახის დაზიანებით. ცხრა პიროვნება არის ე.წ. აზოტის საავადმყოფოში, სამი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი არავინ არის. შეტყობინებიდან ოთხ წუთში ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ადგილზე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი, მცირეწლოვანი ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics