|
2018-10-20 17:50:17, 1192 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა
თბილისში, პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა, სადაც ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, ტურნირი „თბილისის ფალავანი 2018“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო. ისნის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი ღია ქართული საჭიდაო არენა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოეწყო, რომელიც მრავალფუნქციურია და 500 მაყურებელს იტევს. „ჩვენი პირველი დიდი ჩემპიონების თაობის გამარჯვების საფუძველში ქართული ჭიდაობის ელემენტები იყო, რითაც მათ შეძლეს, ქართული სპორტისთვის მსოფლიო აღიარება მოეტანათ. დღეს პირველი ქართული ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, რომლის ანალოგი თბილისში არ არსებობს. ეს უდიდესი პროექტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში არამხოლოდ ჯანსაღი და სპორტული აღზრდის პრინციპები დავნერგოთ, არამედ მათ ჩვენი ტრადიციები ვაჩვენოთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. პროექტის ფარგლებში, არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, სადაც მოსასვენებელი სკამები და ურნები განთავსდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებითა და კედლის ფერადი მინათებებით. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. არენასა და სკვერში ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საჭიდაო არენის მშენებლობისა და სკვერის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 313 ლარი დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ჭიდაობის, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ისტორიული საარქივო მასალების ფოტო-გამოფენაც მოეწყო. „თბილისის ფალავანი 2018“-ში მონაწილეობა სპორტსმენებმა სამ წონით კატეგორიაში მიიღეს. ტურნირში გამარჯვებული I, II და III ადგილის მფლობელი ფალავნები დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ტურნირის საუკეთესო ფალავანს კი, ტრადიციულად ყოჩი გადაეცა. ქართული საჭიდაო არენის გახსნის ღონისძიებას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი პარუნაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნე
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)