04:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 17:07:37, 1020 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი ბაგებში მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლისა და მიმდებარე თარგების გამწვანების სამუშაოებს გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად, დედაქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება და თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„ეს არის გზაგამყოფი, რომელსაც ფაქტობრივად, სრული რეაბილიტაცია უტარდება. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ქალაქში არსებული გზაგამყოფები, რომლებიც ძირითადად, ბეტონის იყო, გამწვანებით შევცვალოთ და ბეტონის ნაცვლად, გამწვანებული სივრცეები არსებობდეს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში მეტი მწვანე სივრცე, ბევრი ხე-მცენარე გვჭირდება, რათა  არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, არსებულ რეალობას ეს  ვერ შეცვლის და საჭიროა სხვა ღონისძიებებიც, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ამ მიმართულებით რეფორმებს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ, სიტუაციის გამოსწორებას აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 2 500 ძირი ხე-მცენარე უკვე თბილისშია და ისინი წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ეტაპობრივად დაირგვება.  

თბილისის მერის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, გამწვანების სამუშაოები კოსტავა-შარტავას რეაბილიტებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამამყოფზე განხორციელდება. კახა კალაძემ მსურველებს მოუწოდა, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან შეიკრიბონ და სამუშაოებში ჩაერთონ.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნერგების დარგვა, არამედ მათი მოვლა-პატრონობა და შენარჩუნებაც. მისივე თქმით, ამ მიზნით, ყველა იმ ადგილზე, სადაც გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, სარწყავი სისტემა მოწესრიგდა.

მერის ინფორმაციით, წელს მიმდინარე საშემოდგომო რგვების ფარგლებში, 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics