|
2018-10-19 15:10:53, 642 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით EBRD-ის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა
მთელი საქართველოს ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იყო არსებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები, ვაჭრობის დაფინანსების განვითარების პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში; ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ვაჭრობის დაფინანსების უახლესი ტენდენციები, ინოვაციური პროდუქტები და საქართველოს როლი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია, როგორიცაა EBRD-ის მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი ვაჭრობის დაფინანსების სფეროში. ასეთი მასშტაბური ღონისძიება ვენის, ფრანკფურტის, ლონდონისა და სტამბოლის შემდეგ პირველად ჩატარდა საქართველოში. საქართველოს ბანკი და EBRD წარმატებულად თანამშრომლობენ ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენ ჯერ კიდევ 1999 წლიდან წარმატებით ვმონაწილეობთ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში (TFP) და სწორედ ამიტომ მრავალი წელია საქართველო მიიჩნევა ამ პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრ ქვეყანად, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტ-იმპორტის ხელმისაწვდომობას ეფექტიანი დაფინანსების მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა კარგ შესაძლებლობას, გაიმართოს დისკუსიები ბანკების მიერ განხორციელებული საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების, კომერციული საგადასახადო რისკების, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს ესწრებოდა 40 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი 100 სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ემიტენტი, მიმღები და თანადამფინანსებელი ბანკების წარმომადგენლები, ასევე, ვაჭრობის დაფინანსების ასოციაციები.
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)