|
2018-10-19 13:41:34, 695 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღია კარის დღეზე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე კონკურსის წესების შესახებ და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, 2 თვის განმავლობაში საკონსულტაციო შეხვედრები სოციალური თემატიკით დაინტერესებულ 50-მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა. საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რიგით მესამე კონკურსი, 10 აგვისტოს გამოაცხადა. კონკურსში განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. გამარჯვებული პროექტები 50 000 ლარის მოცულობის თანხით დაფინანსდება. საქართველოს ბანკის მიერ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2016-2018 წლებში შეირჩა და ჯამში 400 000 ლარით დაფინანსა, 10 სოციალური საწარმოს პროექტი. მაგალითისთვის: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო ინკლუზიური ეკო-ბანაკი „ოჩოკემპი“; განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა ინტერნეტიზაცია და შეიქმნა პლატფორმა charte.ge; გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად დაფინანსდა მაკულატურის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა. დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)