|
2018-10-19 12:29:03, 790 ნახვა
საზოგადოება
„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს
„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, მათ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორიდან" კიდევ ორ აუდიო ჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს. მისი განმარტებით, საუბარია ჩანაწერზე, რომლის ერთი ნაწილი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს ლევან ყიფიანისა და „ომეგას“ მენეჯერების საუბარს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირველ აუდიოჩანაწერში საუბარია საერთო კომპანიის შექმნაზე, სადაც ერთ-ერთ მეწილედ შემოდიოდა ე.წ. ფონდი, რომელსაც ირაკლი ჩუბინიშვილი განმარტავდა, როგორც პარტიას. „პირველი აუდიოფაილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნის მიხედვით ასევე გამოიკვეთა ის მონაკვეთები, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს“, - აღნიშნა „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერმა. რაც შეეხება მეორე ფაილს, აღდგომელაშვილის თქმით, მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და ომეგას მენეჯერებს შორის, სადაც „ომეგას“ გადასახადების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ლევან ყიფიანი ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და ასევე ავტომობილებს მაშინდელი მინისტრებისთვის ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის. „რაც შეეხება მეორე ფაილს, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერს შორის. ამ აუდიოფაილის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერებს შორის ზემოხსენებული საუბარი შედგა 2017 წლის 26 აპრილს. ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტურობა.პირველი: ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში, ასევე განმარტავს, რომ ფონდი ანუ პარტია შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50%-იანი წილის მფლობელად და ასევე, დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია უფროსი მეგობარი, შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიოჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული აუდიოფაილის სხვადასხვა სექციისგან“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)