02:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 14:56:08, 729 ნახვა

საზოგადოება
ისანში სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტი ხორციელდება

ისნის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე 26 პროექტს ახორციელებს. სამუშაოები თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს.

ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია ტარდება ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის  N11ა  და N2 კორპუსებში,  ხოლო ქანობიანი სახურავი ლუსინიანის ქუჩა N20-ში იცვლება; ახალი წყალსაწრეტი მილები ეწყობა ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსსა და ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში.

ათ მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება წყლისა და წყალარინების ქსელებს, მათ შორის: ონაშვილის ქუჩა კორპუსი N10, გურჯაანის ქუჩა N1, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის კორპუსი N11, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის კორპუსი N14, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის კორპუსი N11ა, ყვარლის ქუჩა N109, სამგორის დასახლება კორპუსი N30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N37, N53, და N153ა.

სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს ირბახის ქუჩა N15-ში, ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N2 -სა და N12  კორპუსებში;  სენსორული განათების სისტემა მონტაჟდება მოსკოვის გამზირის N19ა კორპუსში; სართულშუა ნაპრალების ამოვსება წულუკიძის ქუჩა N18 კორპუსში ხორციელდება; თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება წულუკიძის ქუჩა N23 ბ კორპუსში, ვაზისუბნის დასახლების N21 და N22 კორპუსებში.

აღნიშნული პროექტებისთვის, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 573 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში,  ისნის გამგეობამ 2018 წელს ცხრა თვის განმავლობაში, 42 პროექტი განახორციელა. გარდა ამისა, წლის ბოლომდე 80-მდე პროექტი იგეგმება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics