01:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 16:39:58, 778 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტები კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნენ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ  გიორგი მიშელაძემ გააცნო. 

ჟურნალისტებმა დაათვალიერეს გორის მუნიციპალიტეტში მშენებარე თაფლის გადამამუშავებელი  საწარმო.  მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. საწარმო აღიჭურვება  თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის მიღება,  გადამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა, საწარმოში ასევე მოხდება  ფიჭის დამზადება. 

მედიატურის მონაწილეები ასევე გაეცნენ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საქმიანობას.   რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ახალციხეში მდებარეობს. კოოპერატივი „ხიზა“ 64 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „კოდის“ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოში ჟურნალისტებს  მიეცათ  საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ თაფლის გამოწურვის  და ჩამოსხმის პროცესს. 

მედიატურის ფარგლებში მოეწყო  პრეზენტაცია, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ  ჟურნალისტებს წარუდგინა  სააგენტოს  საქმიანობის ანგარიში.   

მედიატური ჩატარდა “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით და პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარება“   ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics