01:20 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 12:13:58, 1033 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ გორის მერის გადაყენებას მთავრობის ადმინისტრაციასთან ითხოვს [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები გორის მერის კოტე თავზარაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ და მის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.

მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნები აქვთ მიტანილი, წარწერებით: „რუსული პროპაგანდისტული ნაგავი ჩაყარე აქ“ და „ჩინოვნიკი ყარს“.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პერფორმანსი საქართველოში არსებულ რეალობას ასახავს.

„ერთი კვირის წინ, გორის მერმა საქართველოს მოქალაქეებს ვერბალურად დაგვაყარა ნაგავი და საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის ომის დაწყებაში. ხოლო, 2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიის საჯარო მოხელემ - იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნაგვის ურნა ფიზიკურად დაახურა თავზე ჩვენს აქტივისტს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მსგავსი ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევის შემდეგ, საჯარო მოხელემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს, დისციპლინარული სასჯელის სახით. ყველაფრის მიუხედავად, ორივე ადამიანი კვლავ რჩება დაკავებულ პოზიციებზე. საქართველოს ხელისუფლება დუმს! საჯარო სამსახურის ბიურო დუმს!“, - ამბობენ მოძრაობის წევრები.

აქციაში დაახლოებით 20-მდე ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გორის მერის შენობასთან მყოფ აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანმა შეურაცხყოფა მიაყენა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics