21:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 13:45:35, 451 ნახვა

რეგიონი
კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეებს ზურაბ პატარაძე მიესალმა

 „დღეს ჩვენს რეგიონს აქვს პატივი კიდევ ერთხელ უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა", რაც მეტად სიმბოლურია, რადგან ბათუმი ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული ქალაქი" -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე აჭარის ტურისტულ მრავალფეროვნებასა და საინვესტიციო გარემოზე.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გაწევრიანებულია და აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „ევროპის რეგიონთა ასამბლეა" და „ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი".

მისი თქმით, აჭარას გააჩნია მჭიდრო კონტაქტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონებთან, ჩართულია სხვადასხვა ერთობლივ პროექტსა და ღონისძიებაში.

მე-15 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით მონაწილეების მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები იმსჯელებენ ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე. მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics