|
2018-05-28 15:29:04, 771 ნახვა
რეგიონი
სოფელ ნიგაზეულში გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულში გზის მოასფალტების სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტართან საქართველოს პარლამენტში, ანზორ ბოლქვაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ზომლეთი ნიგაზეულის მონაკვეთზე 2 280 მეტრის ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „ბონდი 2009" ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 1 090 878 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს მუნიციპალიტეტებში. დღეს ჩვენ შუახევის მუნიციპალიტეტს ვეწვიეთ. სოფელ ნიგაზეულში 2 ისტორიული პროექტი ხორციელდება: გზის მოწყობა და წყალმომარაგება. წყალმომარაგების პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება და სოფელს 24 საათიანი მომარაგება ექნება. რაც შეეხება გზის მოწყობის პროექტს, ცენტრიდან სოფლამდე სრულად მოხდება გზის მოწყობა ორფენიანი ასფალტის საფარით. მოგეხსენებათ ნიგაზეული ტურისტულად საინტერესო ადგილია და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ბედნიერი ვარ, რომ ეს სოფელი, რომელშიც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, სულ მალე უზრუნველყოფილი იქნება გზით და სასმელი წყლით" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ბეტონის საფარი იგება ასევე შუახევი-ჩირუხისა და ზომლეთი-ხიხაძირის მონაკვეთზე. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპლაიტეტში გათვალისწინებულია 9,880 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, რაც საერთო ჯამში 5 377 340 ლარს შეადგენს. სულ, შუახევის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 11 082 320 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)