|
2018-05-26 19:16:19, 976 ნახვა
რეგიონი
გახარია: სიმბოლურია, რომ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთთან, ეს დღესასწაული და ღონისძიებები ჩვენთვის დამატებით ძალის მომცემია
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის მიღების ცერემონიალის შემდეგ ზუგდიდში გაემგზავრა. მინისტრმა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული ღონისძიებებზე ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს პირადად უმასპინძლა. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წილად გვერგო აქედან, ზუგდიდიდან, სამეგრელოდან მიგველოცა საქართველოსთვის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ასი წლისთავი. ამ კუთხემ, ისევე როგორც სხვებმა, ბევრი მსხვერპლი და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში. ჩვენ ვეცადეთ, ზუგდიდელებისთვის და სამეგრელოს მოქალაქეებისთვის, ადგილობრივებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა, რათა მათ შეეგრძნოთ ის დიდებული დღე, რომელსაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. სიმბოლურ ფაქტორსაც ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აფხაზეთიდან. ეს დღესასწაული, ეს ღონისძიება ჩვენთვის არის დამატებითი ძალისმომცემი, რამეთუ ყველამ ერთად ვიშრომოთ კიდევ უფრო მეტი, ვიბრძოლოთ, კიდევ უფრო მეტი, რამეთუ შევძლოთ მაქსიმალურად გონივრულ ვადებში აფხაზეთის და მთლიანად საქართელოს გაერთიანება. რეალურად, ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ იმისთვის და მიზანი, გარდა რა თქმა უნდა, უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნისა, გახლავთ ის, რომ ჩვენი კავშირები ჩვენს მოქალაქეებთან, ნდობის ხიდები იყოს კიდევ უფრო ახლო და განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან, იმ ბავშვებთან, რომლებიც დღეს აქ ერთობიან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც უნდა შეავსონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს რიგები და ეს ის თაობაა, რომელმაც ერთიან საქართველოში უნდა იცხოვროს“. - განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სამეგრელოში, ზუგდიდის მთავარ მოედანზე მასპინძლობს. მთელი დღის განმავლობაში 3 ფუნქციურ ზონად დაყოფილ სივრცეში სტუმრებს საქართველოს გაცოცხლებულ ბოლო 100 წლის ისტორიის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ზუგდიდში 11 საათიდან დაიწყო და გვიან ღამით გალა კონცერტით დასრულდება.
(NS)
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რუსეთმა სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად 1998 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ოქროს მარაგის გაყიდვა განახორციელა.
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
WSJ: ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის შენელების ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)