12:23 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 15:18:39, 985 ნახვა

რეგიონი
ბათუმში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

26 მაისის საიბულეო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. ბათუმში სადღესასწაულო ღონისძიები საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მოეწყო მსვლელობა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918-1921 წლების ამსახველი ფოტო გამოფენა, ლიტერატურული პერფორმანსი, საბავშვო ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ანბანის კოშკის მიმდებარედ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობას გაეცნო, მათ შორის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის შესახებ გამართულ პერფორმანს.

ზურაბ პატარაძემ 26 მაისი მიულოცა რეგიონისა და ქვეყნის მოსახლეობას და ამ უდიდესი თარიღის მნიშვნელობას ხაზი.

,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღეა.  საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან ერთად პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან  თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისაკენ, ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა. ამ დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა მოვიხსენიო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას!" - აღნიშან მილოცვაში ზურაბ პატარაძემ.

ანბანის კოშკთან გამართულ ღონისძიებებს შემოუერთდა საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს დელფინის" მონაწილეები, რომლის ფარგლებშიც ბათუმს 13 ქვეყნის 18 შემოქმედებითი ჯგუფი სტუმრობს. ღონისძიებები მთელი დღრის მანძილზე გაგრძელდება, გაიმართება სპორტული აქტივობები, ფლეშ მობი და საზეიმო კონცერტი.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა ქვეყნის მასშტაბით. საიუბილეო თარიღი წელს 300-ზე მეტი სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნება. 26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics