|
2018-05-25 11:20:19, 626 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ოზურგეთის რაიონში მდებარე ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდებათ
სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი” შპს „მარსი“ 2017 წლის აგვისტოში ჩაერთო. შპს „მარსი“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას 18 ჰექტარზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაგომარში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 45,000 ლარს შეადგენს, საიდანაც 32,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს. პროგრამის „ქართული ჩაი“ მენეჯერმა, ლევან უროტაძემ და გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. პროგრამაში „ქართული ჩაი“ საქართველოს მასშტაბით ჩართულ 30 ბენეფიციარს 36 პროექტი დაუმტკიცდა. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 848 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,125,752 ლარია, საიდანაც 1,495,538 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას იღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)