11:25 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 16:02:50, 679 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ზაფხულის ფესტივალი 3 ივნისს გაიმართება

3 ივნისს, აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ  ზღვის სანაპიროზე იგეგმება.

ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ.

დღის განმავლობაში იქ მყოფთა განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T იზრუნებენ. საღამოს პროგრამა კი გაიხსნება საკარნავალე შოუთი, სადაც გერმანული საცეკვაო დასი „Friedrichstadt Ballett” ლათინო-ამერიკულ და ბრაზილიურ ცეკვებს წარმოადგენს.

პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. ფესტივალის განმავლობაში იგეგმება 20-მდე სხვადასხვა აქტივობა მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი,  დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის და ცეცხლოვანი შოუ.

სტუმრებს სპორტულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics