2018-05-22 10:38:45, 2455 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე უარი თქვას
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე, შეიძლება უარი თქვას.
ამის შესახებ პენსმა, ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ვაშინგტონს შეხვედრის წინ დათმობებზე წასვლა არ უნდა მოსთხოვოს.
„უდიდესი შეცდომა იქნება, თუ კიმ ჩენ ინი იფიქრებს, რომ შეუძლია დონალდ ტრამპი გააცუროს“,- განაცხადა პენსმა.
16 მაისს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კიმ გე გვანმა განაცხადა, რომ ფხენიანი შესაძლოა უარს იტყვის აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრაზე თუ ვაშინგტონი განაგრძობს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის მოთხოვნას.
ავტორი: ,