2018-05-18 15:03:27, 2476 ნახვა
მსოფლიო
სკრიპალი სახლში გაწერეს
სოლსბერის სავადმყოფოდან რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი სახლში გაწერეს.
მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სკრიპალს კლინიკასთან ხშირი კონტაქტი მოუწევს სამკურნალო კურსის ამოწურვამდე. მისი საცხოვრებელი სახლი პოლიციითაა გარშემორტყმული. ჟურნალისტებს სახლთან მიახლოვება აკრძალული აქვთ.
შეგახსენებთ, ქალაქ სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალები ქიმიური იარაღით "ნოვიჩოკით" მოწამლეს, რაშიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა. სკანდალს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა.
ავტორი: ,