11:55 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 13:44:23, 2566 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი სოჭში ბაშარ ასადს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში თავის სირიელ კოლეგას, ბაშარ ასადს შეხვდა.

პუტინის პრესსამსახურის ცნობით, ასადი სოჭში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მხარეებმა სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხზე იმსჯელეს.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ასადს ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში სირიის სამთავრობო არმიის წარმატებები მიულოცა.

„ახლა, ამ სამხედრო წარმატების შემდეგ, უდავოდ, შეიქმნა დამატებითი პირობები სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესის განახლებისთვის", - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ახალი საპრეზიდენტო ვადით არჩევა მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინთან ბოლო შეხვედრის შემდეგ ბევრი დადებითი ცვლილება მოხდა.

ასადის განმარტებით, სირიაში ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება რთულია.

სირიის ლიდერი პუტინს სოჭში გასული წლის 21 ნოემბერსაც შეხვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics