|
2018-05-16 12:48:58, 2813 ნახვა
მსოფლიო
ტერეზა მეი ღაზას საზღვართან მომხდარ ძალადობას „ტრაგიკულსა და შემაშფოთებელს“ უწოდებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ღაზას საზღვართან მომხდარ ძალადობას „ტრაგიკულსა და შემაშფოთებელს“ უწოდებს. ამის შესახებ მან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ისრაელის შენაერთებმა ათობით პალესტინელი დახოცეს, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. "მინდა გამოვეხმაურო ღაზაში განვითარებულ მოვლენებს, ის რაც ვნახეთ, ტრაგიკული და შემაშფოთებელია. ორივე მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. აუცილებელია გამოიძიება იმისა, თუ რა მოხდა. პალესტინელებს პროტესტის უფლება აქვთ. მაგრამ ეს პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. შეშფოთებულები ვართ ექსტრემიზმის ელემენტებით, რომელიც აქციისას შევამჩნიეთ, ისრაელს კი საზღვრების დაცვის უფლება აქვს. ყველას ინტერესებშია მშვიდობა და სტაბილურობა“,- განაცხადა მეიმ. ერდოღანმა კი, რომელიც ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, ყველა პალესტინურ ოჯახს მიუსამძიმრა, რომლებმაც ღაზას საზღვართან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახლობლები დაკარგეს. შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 58 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)