21:19 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 10:47:45, 569 ნახვა

ეკონომიკა
„პაშა ბანკი” Spotlight 2015-ის პლატინის სპონსორია

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება - Spotlight 2015 გაიმართა, რომლის პლატინის სპონსორიც „პაშა ბანკი“ იყო.

Spotlight 2013 წლიდან ტარდება და აქ ქართველი მარკეტერები და სხვა პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ღონისძიებაზე გაიმართა „პაშა ბანკის“ მიერ ინიცირებული პროექტის - Spotlight Marketing Library პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად. პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ Spotlight-ის მნიშვნელობას ადგილობრივი ბიზნესსაქმიანობის განვითარების და პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით. შესაბამისად, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროექტის პლატინის სპონსორობა. უფრო მეტიც! ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოვიფარგლეთ და ძალიან სასარგებლო და საინტერესო პროექტი წარვადგინეთ თბილისის მედიათეკასა და Spotlight-თან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, მარკეტინგის მიმართულებით ლიტერატურა მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, გადავწყვიტეთ, ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს მივცეთ საშუალება, ისარგებლოს თანამედროვე პროფესიული ლიტერატურით Spotlight Marketing Library-ში და ვიწვევთ ნებისმიერ კომპანიას, შემოუერთდეს პროექტს და შეავსოს ბიბლიოტეკა ახალი წიგნებით!“, - აღნიშნა „პაშა ბანკის“ PR და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ.  

„პაშა ბანკი“, მთავარი ღირებულებებიდან გამომდინარე, ფოკუსირდება გრძელვადიან და ჯანსაღ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ბანკი Spotlight-თან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics