|
2015-05-22 09:50:40, 345 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია
ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი და შვედეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. ფორუმზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებზე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. „ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ სულ რაღაც 6 თვეში. სამწუხაროდ, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, მაშინ როდესაც მოლდოვამ დაიწყო. მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციას უკვე მიაღწია, რადგან მათ პროცესი ჩვენზე ადრე დაიწყეს. ძალიან საინტერესოა, რატომ არ დაიწყო ეს წინა ხელისუფლებამ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ამ პროცედურებს დავასრულებთ და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ ეევროპაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას ელოდება „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი სერგეი სტანისევიჩი. „ვფიქრობ, საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ახალი ამბავი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვიცით რომ ვიზის საკითხები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, სამიტზე იქნება პროგრესი“, - აღნიშნა სტანისევიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)