2018-03-23 10:55:09, 2210 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში, სამხედრო ავიაბაზასთან აფეთქება მოხდა
კალიფორნიის შტატში მდებარე „ტრევისის“ სამხედრო ავიაბაზის შესასვლელთან პროპანით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა.
CBS-ის ცნობით, აფეთქების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. სამხედროებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიებაში უკვე ჩაერთო FBI. მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ.
ავტორი: ,