|
2018-03-22 16:37:55, 2433 ნახვა
მსოფლიო
რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც სავჩენკო მომხრეებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავს (ვიდეო)
უმაღლეს რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მომხრეებთან ერთად უკრაინაში გადატრიალების გეგმას განიხილავს, - ამის შესახებ TCN იუწყება. "გთავაზობთ გადატრიალებას. ისინი ფიზიკურად უნდა მოვიშორეთ. ეს მხოლოდ ერთი მეთოდით არის შესაძლებელი. ერთი დღე და მხოლოდ შიგნიდან. მერე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ისინი გაიქცნენ. ნაკლებად მაინტერესებს სამთავრობო კვარტალი, უფრო მათი სახლებით ვართ დაინტერესებული. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ახლა ამ გარღვევას არ გავაკეთებთ ნებისმიერი ხერხით, მაშინ სიცოცხლეს აზრი არ აქვს", - აცხადებდა სავჩენკო ვიდეო ჩანაწერში. გარდა ამისა, საუბრის მონაწილეები განიხილავენ გადატრიალების მომზადებას, ასევე იარაღის საკითხს და იმ ფორმატს თუ როგორ უნდა მოხდეს გადატრიალება. ასევე, ვიდეოდან ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე თავდასხმა იგეგმებოდა, რომელსაც თავად ნადეჟდა სავჩენკო განახორციელებდა. გამოძებამ დაადგინდა, რომ გადატრიალების ორგანიზატორებმა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ხელმძღვანელის ალექსანდრ ზახარჩენკოსგან იარაღი მიიღეს. ის გადატრიალებას მხარს უჭერს. სულ ვიდეომასალა 28 წუთინია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)