11:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 11:18:29, 2189 ნახვა

მსოფლიო
ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი პუტინისთვის მილოცვის გამო გააკრიტიკა

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის მილოცვის გამო გააკრიტიკა.

მაკკეინმა, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს ყალბი, ხოლო პუტინს დიქტატორი უწოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტი არ იქცევა თავისუფალი სამყაროს ლიდერის მსგავსად, როდესაც დიქტატორებს ულოცავს ყალბ არჩევნებში გამარჯვებას“, – ნათქვამია მაკკეინის განცხადებაში.

სენატორის თქმით,  „ამით პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის ყველა ის მოქალაქე შეურაცხყო, ვისაც შესაძლებლობა არ მიეცა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიეცა ხმა, რათა განესაზღვრათ თავიანთი ქვეყნის მომავალი“.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გუშინ სატელეფონო საუბრისას მიულოცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics