|
2018-03-03 10:47:38, 1751 ნახვა
კომენტარი
ჯიოევი: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი რეგიონში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რჩებიან
ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა. "სპუტნიკ-ოსეტიას" ცნობით, ჯიოევმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე ოკუპირებულ რეგიონში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იმყოფება. "ქუტაშვილი და პავლიაშვილი დაკავებულები არ არიან. მათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავისუფლაად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ისინი რეგიონში მიმდინარე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რჩებიან", - განაცხადა ჯიოევმა. რაც შეეხება გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, მისივე თქმით, ცხედარს ქართულ მხარეს მას შემდეგ გადასცემენ, რაც რუსეთში მიმდინარე სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდება და შესაბამის შედეგს დადებს. "ცხედარს მას შემდეგ გადავცემთ ოჯახს, როცა რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები გვექნება ხელზე. ცხედრის გადაცემის დროს ყველა ექსპერტიზის შედეგს თან დავურთავთ", - დასძინა მან. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)