04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 18:59:31, 1702 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება

თბილისის მერიამ მოიპოვა ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაზეც ისაუბრა. 

„ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოვიპოვეთ ევროკავშირის ნახევარმილიონიანი გრანტი, რომელიც ბიზნეს აქსელერატორის შექმნას მოხმარდება. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სტარტაპებს. ძალიან ბევრ ახალგაზრდას  აქვს სურვილი, ბიზნესი წამოიწყოს. შესაბამისად, ეს თანხა მათ გადამზადებას მოხმარდება, რათ მივცეთ სწორი მიმართულება, რომ თავიანთი ბიზნეს პროექტები განახორციელონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, თბილისის მერია შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება დაიწყო. 

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, გამგეობებში შეიქმნა ახალი მიმართულება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების გაძლიერებას, მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

„პირველი ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მოსახლეობას წარვუდგინეთ არის „შენი იდეა ქალაქის მერს“. ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, კონკრეტული პროექტები, ხედვები წარმოადგინოს, თუ რა შეიძლება განხორციელდეს დედაქალაქში. შესაბამისად, შეიქმნა ეს პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, კონკრეტული პროექტები დედაქალაქის მერს ელექტრონულად წარმოუდგინონ. წარმოდგენილი პროექტებისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ხმის მიცემის შემდეგ, აღნიშნულ პროექტებს განვიხილავთ და ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი კონკრეტული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics