2018-03-01 15:19:06, 1624 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფესად გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას ველით
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.
ჩხენკელის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ შესაბამისი ორგანოებისგან ტრაგედიის გამომწვევი ფაქტის უსწრაფესად გამოძიება და შესაბამისი რეაგირება მოხდება.
"საშინელი ტრაგედია მოხდა გუშინ. პირველ რიგში მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებს და მე ისევე, როგორც მთელი საზოგადოება, ველით შესაბამისი ორგანოებისგან ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფესად გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას. გამოძიება უკვე მომდინარეობს და ყველანი ველოდებით შედეგებს",-განაცხადა ჩხენკელმა.
ავტორი: ,