|
2018-01-18 12:44:54, 1917 ნახვა
კომენტარი
ჭანტურიას ადვოკატი: ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სამსონ ქუთათელაძეს სხვა პირებთან ჰქონდა კონფლიქტი - მას ფულს სთხოვდნენ
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია ამ დრომდე დაკავებულია, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ანა კეკელიძემ განაცხადა. როგორც კეკელიძემ აღნიშნა, დაცვის მხარის ხელთ არსებულ ჩვენებში საუბარია სამსონ ქუთათელაძესა და სხვა პირებს შორის გარკვეულ დაძაბულ ურთიერთობებზე. "ასევე, არის საუბარი იმაზე რომ სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხასაც და ისინი არ არიან დაკავებულები, არ იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი მრავალი საათის განმავლობასი. სახელების და გვარების დასახელება ამ ეტაპზე არ შემიძლია. პოლიციამ ეს საქმე უნდა ობიექტურად გამოიძიოს, რომ გიორგი ჭანტურია არ იყოს განტევების ვაცი", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, გუშინ დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ჭანტურიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)