20:38 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 16:32:35, 1973 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია უკვე გამოცხადებულია და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რეორგანიზაცია 1-ელ აპრილამდე დასრულდება.

„ასევე მიმდინარეობს კონკურსი, შერჩევის პროცესი და ძალიან მალე ვფიქრობთ, ეს პროცესი დასრულდება. დასრულდება ისე, რომ ორივე უწყება, ერთი უკვე სტრუქტურის ფარგლებში, გააგრძელებს ეფექტურად საქმიანობას. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, და შეიქმნება შესაბამისი სტრუქტურები უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრიორიტეტის განხორციელებას, შესაბამისი ადამიანური რესურსით. რა თქმა უნდა ეს გულისხმობს ასევე საკადრო ოპტიმიზაციასაც. რეორგანიზაციის შემდეგ იქნება ცნობილი, რა ადამიანური რესურსით შევძლებთ ჩვენ ამ ფუნქციის განხორციელებას. რეორგანიზაციის ვადები რა თქმა უნდა ცნობილია, ჩვენ უნდა დავასრულოთ 1-ელ აპრილამდე, თუმცა ჩვენ ამ პროცესს ძალიან აქტიურად ვახორციელებთ და შესაძლოა, მანამდეც დასრულდეს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, რამდენიმე უწყება გაუქმდა, მათ შორის ევროპულ და ვეროატნალტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics